18.5 გ ა მ ო ფ ე ნ ა



























რეფლექსია
ტყიბულის #1 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წრის ხელმძღვანელი რუსუდან ქურასბედიანი.
სახვითი ხელოვნების წრემ მუშაობა დაიწყო სასწავლო წლის მე- 2 სემესტრში 23 თებერვალს. წრეში გაერთიანებული იყო 12 მოსწავლე 8-9 წლის ასაკის.
მოსწავლეები მუშაობდნენ ფერწერასა და გრაფიკაში ; გაეცვნენ პორტრეტის ხელოვნებას, პეიზაჟს, ნატურმორტს , მოზაიკას,...ასევე ლ.გუდიაშვილის შემოქმედებას, ისაუბრეს მხატვრობაზე დასაბამიდან დღემდე, დედის დღესთან დაკავშირებით გააკეთეს მისალოცი ბარათები, შექმნეს ილუსტრაციები ქართული ხალხური ზრაპრებიდან.
მოსწავლეები ქმნიდნენ ნამუშევრებს გუაშით, აკვარელით ,ფანქრით ნახშირით.
მოსწავლეები მუშაობდნენ წყვილებში, ჯგუფებში, ინდივიდუალურად. მოიპოვეს ინფომაცია ლ.გუდიაშვილის შემოქმედებაზე.
მიზნის მისაღწევად ვიყენებდით შემდეგ რესურსს: დაფა, ცარცი, მოლბერტი, პალიტრა ალბომები „ დიდი მხატვრები „, „ქართველი მხატვრები“ ......
სახვითი ხელოვნების წრე შეიქმნა ჩემი, როგორც მასწავლებლის, მოსწავლეებისა და მშობლების ერთობლივი ინციატივით. აქტივობები დავგეგმე მოსწავლეების ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით. წინასწარ გავაცანი ის მშობლებს და ბავშვებს.
ვცდილობდი ყოველი მეცადინეობა დატვირთული ყოფილიყო თვალსაჩინო მასალებით. ამისათვის ვიყენებდი poverpoints.
ჩავატარე 10 მეცადინეობა, ბოლოს გამოფენა.
დადებითი იყო ის, რომ მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში. იკვლევდნენ-იძიებდნენ ინფორმაციებს, მუშაობდნენ შემოქმედებითად ,ჰქონდათ მიღწეულით სიხარულის განცდა,ამყარებდნენ ერთმანეთში კომუნიკაციას, თანამშრომლობდნენ, განუვითარდათ პრეზენტაციისა და თვითგამოხატვის უნარი.
უარყოფითი ის იყო, რომ ზოგჯერ მოსწავლეები აცდენდნენ გარკვეული მიზეზების გამო მეცადინეობებს, რის გამო ვცდილობდი გადასაცემი ინფორმაცია დამატებითი მეცადინეობის ხარჯზე ჩამეტარებია ,გადამეცა.
ამრიგად, საწრეო მუშაობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა ესთეტიკურ აღზრდას, მათ შემოქმედებით პიროვნებად ჩამოყალიბებას. შეისწავლეს ხელოვნების ენა, რაც დადებითად აისახა ხელოვნების საგნის სწავლების შედეგებზეც. მეტად გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და ცოდნის დონე.
Комментариев нет:
Отправить комментарий