სახვითი ხელოვნების წრე

                       
ტყიბულის  1  საჯარო  სკოლა

სახვითი  და  გამოყენებითი  ხელოვნების  წრე
წრის  ხელმძღვანელი  :  რუსუდან  ქურასბედიანი
პირველი  სემესტრის  განმავლობაში  საწრეო  მუშაობის  წარმართვა.
          
წრის  დაარსების  ინციატორი:   მასწავლებელი
                    საწრეო  მუშაობის  მიზნები: 
  მოსწავლეთა  ცოდნის  გაღრმავება
. მოსწავლეთა  შემოქმედებითი  უნარების  წარმოჩენა  და  განვითარება
    წრის  მოკლე  დახასიათება
          წრის  მიზანია  მოსწავლეთა  ცოდნის  გაღრმავება  სახვით  და  გამოყენებითი  ხელოვნების  საგნის  სწავლებაში.  ასევე  მოსწავლეთა  შემოქმედებითი  უნარების  ხელშეწყობა  და  განვითარება.  წრეში  მეცადინეობა  მეტად  მნიშვნელოვანია  იმითაც,რომ  უდიდეს  ზემოქმედებას  მოახდენს  მოსწავლეთა  სულიერ  სამყაროზე,  გააღრმავებს  და  სათანადო  მიმართულებას    მისცემს  მათ   გრძნობებს  განცდებს.  ჩამოაყალიბებს  სიმპათიებს  ანტიპატიებს,  რაც  ასე  მნიშვნელოვანია  არა  მხოლოდ  ხელოვნების  გაგებისათვის,  მასში  წვდომისათვის,  არამედ  რეალური  ცხოვრებისთვისაც.  წრეში  მეცადინეობა  ხელს  შეუწყობს  სამყაროს  შემეცნებასა  და  პიროვნების  თვითგამოხატვას.  არანაკლებ  მნიშვნელოვანია  იმითაც,  რომ  მოსწავლეებს  განუვითარდებათ  ფანტაზია,  წარმოსახვის    უნარი,  ზემოქმედებას  მოახდენს  მათ  ინტერესებზე. 
წრეში  გაერთიანებული  არიან  დაწყებითი  კლასის  მოსწავლეები  8-9  წლის  ასაკის.  ისინი  სიღრმისეულად  შეისწავლიან  სახვით  ხელოვნებას,    ფერწერას,    გრაფიკას;  იმუშავებენ  სხვადასხვა  ტექნიკასა  და  ჟანრში , შეისწავლიან  სახვითი  ხელოვნების  დარგებს  ,ჟანრებს ,ქართველ  მხატვართა  შემოქმედებას.  მოსწავლეები  მონაწილეობას  მიიღებენ  სასკოლო  გამოფენებსა  და  ღონისძიებებში.
დროის  ხანგრძლიობა:  ყოველ  პარასკევს  1  აკადემიური  საათი.
დასაწყისი:  12  საათსა  და  35  წუთზე  .
   
სახვითი  ხელოვნების  პროგრამა
დრო
თემები
აქტივობები
რესურსები
1.           
6.10






2.13.10




3.20.10





4.27.10





5.3.11




6.10.11








7.17.11





8.24.11



9.1.12



10.8.12



11.15.12



12.22.12
გამოსახვის  საშუალებები  ნახატში  და  მათი  დახასიათება.






ხელოვნების  დარგები  და  ჟანრები




კომპოზიცია





ფერები





ცოცხალი ბუნების პეიზაჟის ხატვა



ფრინველებისა და ცხოველების ხატვა







ქანდაკება. ძერწვა





ელენე ახვლედიანის  შემოქმედების გაცნობა.


ფერწერა და გრაფიკა



ფიროსმანის  შემოქმედების გაცნობა


მზადება გამოფენისათვის



გამოფენა.
ხაზის,  შტიხის,  ჩრდილ-  სინათლის,ფონის,  კომპოზიციის,  მონასმის,  დატუშვა  , შეღებვა,----გაცნობა.

ნახატის  შესრულება  სხვადასხვა  ჟანრში.
ნახატის

კონპოზიციური აგება(ფრიზული
ასიმეტრიული და
სიმეტრიული)


ფერების გაცნობა,
ნახატის შესრულება




   დეტალების კომპოზიციურ-სივრცობრივი განაწილება.

გეომეტრიულ ფორმებთან იდენტიფიცირება დახატვა: წერო,მამალი,
დათვი,
მგელი,ლომი,
სპილო.

კონსტრუქციული
და რელიეფული
წესით შესრულება ნამუშევრის


ურბანისტული პეიზაჟის  ხატვა


ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების  შესრულება.
ვხატავთ ფიროსმანის მსგავსად

ნამუშევრების  შექმნა.
საჭირო  მასალა:  ფანქარი,  ნახშირი,  აკვარელი,  გუაში,  ფუნჯები.




პოვერპოინტი.
აკვარელი, გუაში,ფერადი ფანქრები.
.
პოვერპოინტით  ჩვენება  კომპოზიციების.



სპექტრული ფერები,ძირითადი
აქრომატული,
ქრომატული,თბილი ცივი ჩვენება.

ფანქარი HB , ნახშირი, ფერადი ფანქრები, აკვარელი,ფუნჯები.

ფანქარი HB,ნახშირი
ფერადი ფანქრები.
პოვრპოინტით ფრინველთა და ცხოველთა  ჩვენება.




პლასტელინი.





აკვარელი, გუაში, ფუნჯები.


ფანქარი HB
,ნახშირი
აკვარელი, გუაში.



პოვერპოინტით ფიროსმანის  ნახატების  ჩვენება

აკვარელი, გუაში, ფერადი ფანქრები.




6 . 10        ჩავატარე  სახვითი  ხელოვნების  წრის  მეცადინეობა.
თემა:  გამოსახვის  საშუალებები  ნახატში  და  მათი  დახასიათება.
მიზანი:  სახვითი  ხელოვნების  ძირითადი  ელემენტების  გაცნობა.
აქტივობა:  ხაზის  (მრუდი  ,ტეხილი,  ზიგზაგისებური,  ვერტიკალური,  )შტრიხის,  შუქ-ჩრდილის   გამოსახვა .
რესურსები:  ფანქარი  ,  ნახშირი,  საშლელი,  სახატავი  ალბომი.




13.10  ჩავატარე  სახვით  ხელოვნების  წრის  მეცადინეობა.
თემა:     ხელოვნების  დარგები  და  ჟანრები
მიზანი:   იცნობდნენ  სხვადასხვა  დარგის  და  ჟანრის  მხატვრულ  ნამუშევრებს.
აქტივობა:    ნახატის  შესრულება  სხვადასხვა  ჟანრში.

რესურსები:  აკვარელი,  გუაში,  პასტელი,  ფუნჯები,  სახატავი  ალბომი,  ფერადი  ფანქრები...poverpointi –„ ხელოვნების  დარგები  და  ჟანრები“  --- ჩვენება.






20.10  ჩავატარე  სახვითი  ხელოვნების  წრის  მეცადინეობა.
თემა:  კომპოზიცია
მიზანი:  იცოდნენ  სიმეტრიული , ასიმეტრიული,    ფრიზული  კომპოზიციები.

აქტივობა: poverpolnti--კომპოზიციების  ჩვენება.  შეასრულონ  ნახატები  სხვადასხვა  კომპოზიციური  პრინციპით.  რესურსები:  ფერადი  ფანქრები,  პასტელი , აკვარელი,  ფუნჯები  სახატავი   .ალბომი.                                                       


27 .10  ჩავატარე  სახვითი  ხელოვნების  წრის  მეცადინეობა.
თემა:  ფერები
მიზანი:  იცოდნენ  ფერები(თბილი , ცივი,  ძირითადი,  შედგენილი,ქრომატული,  აქრომატული)  შეძლონ  მათი  გამოყენება  ნახატში.
აქტივობა:     ნახატის  შესრულება.
რესურსი:     აკვარელი,  გუაში ,  ფუნჯები  ,სახატავი  ალბომი.





3 .11  ჩავატარე  სახვითი  ხელოვნების  წრის  მეცადინეობა
თემა:  ცოცხალი  ბუნების  პეიზაჟის  ხატვა.
მიზანი:  შეძლონ  პეიზაჟის  ხატვა  ფერების  გამოყენებით  და  დეტალების  კომპოზიციურ  სივრცობრივი  განაწილება.
აქტივობა:  ნამუშევრის  შესრულება.
რესურსი:  ფერადი  ფანქრები ,პასტელი , აკვარელი  ,გუაში,  ფუნჯები,  სახატავი  ალბომი.



10.11         ჩავატარე  სახვითი  და  გამოყენებით  სელოვნების  წრის  მეცადინეობა.
თემა:              ფრინველების  და  ცხოველების  ხატვა.
აქტივობა:     გეომეტრიულ  ფორმებთან  იდენტიფიცირება.  დახატონ  ფრინველები  და  ცხოველები

რესურსები:   ფერადი  ფანქარები , ნახშირი,  პასტელი.poverpointi  ჩვენება  „ფრინველებიდა  ცხოველები.








17.11         ჩავატარე  სახვითი  და  გამოყენებითი  წრის  მეცადინეობა.
თემა:            ქანდაკება.  ძერწვა
აქტივობა:    კონსტრუქციული  და  რელიეფური  წესით  შეასრულონ  ნამუშევარი.
რესურსი:     პლასტელინი




24 .11        ჩავატარე  სახვითი  და  გამოყენებითი  წრის  მეცადინეობა.
თემა  :             ელენე    ახვლედიანის  შემოქმედება
აქტივობა:        ურბანისტული  პეიზაჟის  ხატვა

რესურსი :       აკვარელი,  გუაში  ფუნჯები,  შემოქმედებითი  ალბომი.





1.12   ჩავატარე  სახვითი  და  გამოყენებითი  წრის  მეცადინეობა .
თემა:              ფერწერა  და  გრაფიკა
აქტივობა:       შეასრულონ  ფერწერული  და  გრაფიკული  ნამუშევრები

რესურსები:     ფანქარი,  ნახშირი,  აკვარელი,  გუაში.





8.12  ჩავატარე  სახვითი  და  გამოყენებითი  წრის  მეცადინეობა.
თემა:  ფიროსმანის  შემოქმედების  გაცნობა.
აქტივობა:  ვხატავთ  ფიროსმანის  მსგავსად 

რესურსი:  აკვარელი,  გუაში ,  ფუნჯები,  შემოქმედებითი  ალბომი,  poverpointi  :  ფიროსმანის  ნახატების  ჩვენება.





15.12                           მზადება      გამოფენისათვის
                                    ნამუშევრების  შექმნა.

                                   რესურსები: ფერადი  ფანქრები,  აკვარელი,  გუაში  პასტელი.




22.10                            
გ ა მ ო ფ ე ნ ა


 სახვითი  და  გამოყენებითი  წრის    მუშაობის                                 
                                    რეფლესია

    ტყიბულის  #1  საჯარო  სკოლის  სახვითი  და  გამოყენებითი  წრის  ხელმძღვანელი  რუსუდან  ქურასბედიანი 
სახვითი  ხელივნების  წრეში  გაერთიანებული  იყო  12  მოსწავლე,  8-9  წლის  ასაკის.  ისინი  ჩართულნი  იყვნენ  შემოქმედებით  და  საინტერპრეტაციო  საქმიანობაში.  მუშაობდნენ  ფერწერასა  და  გრაფიკაში.გაეცვნენ  გამოსახვის  საშვალებებს  ნახატში,  ხელოვნების  დარგებსა  და  ჟანრებს,  კომპოზიციას  კომპოზიციის  აგების  ხერხებს  (  ფრიზული,  ასიმეტრიული  სიმეტრიული,  გაეცვნენ  ფერებს:თბილს  ცივს,აქრომატულს  ,ქრომატულს.ძერწავდნენ  თემებზე:  ცხოველები.  ფრინველები,  ეგვიპტური  პირამიდები.  ასრულებდნენ  ნამუშევრებს  სახვითი  ხელოვნების  ჟანრებში:  პეიზაჟი,  ნატურმორტი,  ყოფითი  და  ისტორიული.
გაეცვნენ  ცნობილი  მხატვრების:  ფიროსმანის,  ელენე  ახვლედიანის  სემოქმედებას  და  შეასრულეს  ნამუშევრები  ფიროსმანისა  და  ე.  ახვლედიანის  მსგავსად  ხატავდნენ  თემებზე:  შემოდგომა.  ზამთარი.  ახალი  წელი,  საყვარელი  ზღაპრის  გმირები  და  სხვა.
მოსწავლეები  ეუფლებოდნენ  გუაშით,  აკვარელით,  ფანქრით,  ნახშირით  ,პასტელით  მუშაობის  ტექნიკას  და  ფაქტურებს.  ისინი  მუშაობდნენ  წყვილებში,  ჯგუფებში,  ინდივიდუალურად.  აქტიურად  თანამშრომლობდნენ  კომუნიკაციას  ამყარებდნენ  ერთმანეთთან.  მოსწავლეები  ინტერნეტში  იკვლევდნენ  და  იძიებდნენ  ინფორმაციას  მხატვართა  შემოქმედებაზე.  საწრეო  მუშაობის  დროს  შექმნილი  იყო  კეთილგანწყობილი  გარემო.
მიზნების  მისაღწევად  ვიყენებდი  შემდეგ  რესურსებს:  დაფა,  ცარცი,  სახელმძღვანელო  სულაკაურის  გამომცემლობა“  მხატვრობა  მოსწავლეთათვის“,  ალბომები  : ე.  ახვლედიანის,  ფიროსმანის.
აღსანოშნავია,  რომ  სახვითი  ხელოვნების  წრე    შეიქმნა  მოსწავლეების  სურვილის    გამო  და  ალბათ  ამოტომაც  მათი  დაინტერესება  ჩაეთულობა  იყო  დიდი.  შინაგანი  მოტივაციიდან  გამომდინარე , წრის  ყოველი  შეხვედრა  საზეიმო  და  სახალისო  იყო.  აქტივობებს  ვგეგმავდი  მოსწავლეების  ინტერესებისა  მოთხოვნების  გატვალისწინებით.  მოსწავლეები  ენთუზიაზმით  ასრულებდნენ  ყველა  დავალებას.  მათ  ჰქონდათ  სიხარულისა  და  თვითრწმენის  განცდა  საკუთარი  მიღწევებიდან  გამომდინარე.
პირადად  ჩემთვის  ეს  იყო  დიდი  სტიმულის  მომცემი,რომ  მეტი  მონდომებით  და  პასუხისმგებლობით  მემუშავა  ჩემს  მოსწავლეებთან.  ვცდილობდი  ,  ყოველ  მეცადინეობაზე  მიმეტანა  ამომწურავი , საჭირო  ინფორმაცია  მოსწავლეებისათვის.  ვამზადებდი  poverpointi-ს  საშუალებით  თვალსაჩინო  მასალებს.
მარტალია,  იყო  ხარვეზებიც;  ზოგჯერ  მოსწავლეებს  არ  ჰქონდათ  საჭირო  ხელსაწყოები,  სახატავი  ფანქრებო,  საღებავები.  ხელი  შეგვიშალა  ვირუსულმა  ინფექციებმაც,  რის  გამო  მოსწავლეები  აცდენდნენ  მეცადინეობებს.
დადებითი  იყო  ის,  რომ  მოსწავლეებს  საშვალება  მიეცა  გაეღრმავებინათ  ცოდნა  სახვით  და  გამოყენებით  ხელოვნებასი.მატ  განუმტკიცდათ  შემოქმედებითი  კვლევა-ძიების,  კომუნიკაციის,  თანამშრომლობის,  თვითგამოხატვის,  პრეზენტაციის  და  სხვა  უნარები.
მოსწავლეებს  შესაძლებლობა  მიეცათ  საკუთარი  ნიჭის  მეტად  წარმოჩენის,რამაც  იმოქმედა  მათ  თვითრწმენაზე.  ამაღლდა  მათი  შეხედულება  საკუთარ  თავზე  და  გაუჩნდათ  თავიანთი  შემოქმედებითი  სიამაყისა  კმაყოფილების  გრძნობა  .
საწრეო  მუშაობამ  ხელი  შეუწყო  საგნის  პოპულარიზაციას  სკოლაში.  მოსწავლეებს  გაუღრმავდათ  საბნისადმი  ინტერესი  და  პატივისცემა.

                                                               
                                                                 
                                                                     
                                 მეორე სემესტრი

     
 სახვითი  ხელოვნების  წრე
               
                        ტყიბულის  #1  საჯარო  სკოლა
სახვითი  და  გამოყენებითი  ხელოვნების  წრე

წრის  ხელმძღვანელი:  რუსუდან  ქურასბედიანი
წრის  დაარსების  ინციატორი:  მასწავლებელი
საწრეო  მუშაობის  მიზნები:
--მოსწავლეთა  ცოდნის  გაღრმავება
--მოსწავლეთა  შემოქმედებითი  უნარების  წარმოჩენა  და  განვითარება.

               
                   წრის  მოკლე  დახასიათება

      წრის  მიზანია  მოსწავლეთა  ცოდნის  გაღრმავება  სახვით  და  გამოყენებითი  ხელოვნების  საგნის  სწავლებაში.
      მე-2  სემესტრში  წრის  გახსნის  სურვილი  გამოთქვეს  მოსწავლეებმა  და  მშობლებმა.  ვფიქრობ ,რომ  მეცადინეობა  ზემოქმედებას  მოახდენს  მოსწავლეთა  სულიერ  სამყაროზე,  განუვითარდებათ  შემოქმედებითი  უნარები,  იმუშავებენ  სხვადასხვა  ტექნიკასა  ჟანრში. 
     საწრეო  მუშაობა  ხელს  შეუწყობს  მოსწავლეთა  ესთეტიკურ  აღზრდას,    მ ათ    შემოქმედებით    პიროვნებად     ჩამოყალიბებას.      შეისწავლიან  ხელოვნების  ენას.
სახვითი  ხელოვნების  წრეში  მუშაობა  დადებითად  აისახება  ხელოვნების  საგნის  სწავლების  შდეგებზეც.  გაიზრდება  მოსწავლეთა
    ცოდნის  დონე.
     მე-2  სამესტრში  წრეში  გაერთიანებული  არიან  დაწყებითი  კლასის  მოსწავლეები  8-9  წლის  ასაკის.  ისინი  სიღრმისეულად  შეისწავლიან
სახვით  ხელოვნებას,  იმუშავებენ  პორტრეტის,  პეიზაჟის  ჟანრში,  შექმნიან  აპლიკაციებს  დედის  დღესთან  დაკავშირებით,  ნატურმორტს  „ხილი  და  ბოსტნეული,“  გაეცნობიან  მოზაიკის  ხელოვნებას,  დიდი  ქართველი  მხატვრის  ლადო  გუდიაშვილის  შემოქმედებას.  იმუშავებენ  წყვილებში , ჯგუფებში,  მოაწყობენ  გამოფენას.
         
           
            საწრეო  მუშაობის  პროგრამა

დროის  ხანგრძლივობა  :  ყოველ  პარასკევს  1  აკადემიური  საათი.
დასაწყისი:  12  საათსა  და  35  წუთზე.

   სახვითი  ხელოვნების  წრის  პროგრამა
1.   23.2  თემა:     საუბარი  მხატვრობაზე
          აქტივობა:     ინფორმაციის  მიწოდება.
         რესურსები:     POVERPOINTi
 2.2.3  თემა:  აპლიკაცია  “დედისათვის  მისალოცი  ბარათის          დამზადება.
           აქტივობა:  ბარათის  დამზადება
            რესურსი:    ფერადი  ქაღალდები,  წებო,  მაკრატელი.

 3.16.3   თემა:  პორტრეტის  ხელოვნება
                 აქტივობა:    პორტრეტის  ხატვა
             რესურსი:  POVERPOINTI,  აკვარელი,  გუაში  ,ფერადი       ფანქრები.

4.23.3          თემა: ი ლუსტრაცია:  „იყო  და  არა  იყო  რა...“
                   აქტივობა:  ზღაპრებიდან  ილუსტრაციების  ხატვა.
                   რესურსი:POVERPOINTI,  აკვარელი  ,გუაში,       პასტელი  ,ფერადი  ფენქრები.

5.30.3           თემა:  პეიზჟი: „  გაზაფხული“
                  აქტივობა:  გაზაფხულის  სურათის  ხატვა
                   რესურსი: POVERPOINTI, აკვარელი,  გუაში  ,პასტელი  ,                 ფანქრები.

6.13 .4        თემა:          აღდგომა 
                   აქტივობა:   სააღდგომო  კვერცხების  მოხატვა.
                 რესურსი: POVERPOINTI,  აკვარელი,  გუაში.

7.20.4        თემა:  ნატურმორტი
                 აქტივობა:ხილისა  და  ბისტნეულის  ხატვა   ნატურიდან.
               რესურსი:  POVERPOINTI,  ხილი  და  ბოსტნეული

8.27.4          თემა:  მოზაიკა
                    აქტივობა:  ფერადი  ქაღალდებისაგან,  ნიჟარებისაგან,     მძივებისაგან  მოზაიკის  შექმნა.
რესურსი:ფერადი  ქაღალდები,  ნიჟარები,  მძივები,    პლასტელინი,მუყაოს  ფირფიტა.

9.   4.5         თემა:  დიდი  ქართველი  მხატვრის  ლადო    გუდიაშვილის  შემოქმედების  გაცნობა.
             აქტივობა:ხატვა  ლ.  გუდიაშვილის  მსგავსად.
             რესურსი:  poverpointi,  ფანქრები,  აკვარელი,  გუაში.

10.  1.5            თემა:გამოფენისათვის  მზადება.

11.18.5               გ  ა  მ  ფ  ე  ნ  ა


23.2 
ჩავატარე  სახვითი  და  გამოყენებითი  წრის  მეცადინეობა.
        თემა:  საუბარი  მხატვრობაზე
       აქტივობა:  ინფორმაციის  მიწოდება.

      რესურსი:  poverpointi







2.2.3  თემა:  აპლიკაცია  “
დედისათვის  მისალოცი  ბარათის          დამზადება.
           აქტივობა:  ბარათის  დამზადება
            რესურსი:    ფერადი  ქაღალდები,  წებო,  მაკრატელი





      3.16.3   თემა:  პორტრეტის  ხელოვნება
           აქტივობა:   პორტრეტის  ხატვა
            რესურსი:  POVERPOINTI,  აკვარელი,  გუაში  ,ფერადი       ფანქრები.






4.23.3      თემა: ილუსტრაცია:  „იყო  და  არა  იყო  რა...“
        აქტივობა:  ზღაპრებიდან  ილუსტრაციების  ხატვა.

         რესურსი:POVERPOINTI,  აკვარელი  ,გუაში,       პასტელი  ,ფერადი  ფენქრები.




















5.30.3           თემა:  პეიზჟი: „  გაზაფხული“
             აქტივობა:  გაზაფხულის  სურათის  ხატვა
              რესურსი: POVERPOINTI, აკვარელი,  გუაში  ,პასტელი                   ფანქრები.












6.13 .4        თემა:   აღდგომა 
           აქტივობა:   სააღდგომო  კვერცხების  მოხატვა.
            რესურსი: POVERPOINTI,  აკვარელი,  გუაში.










7.20.4       თემა:  ნატურმორტი
         აქტივობა:  ხილისა  და  ბისტნეულის  ხატვა   ნატურიდან.
          რესურსი:  POVERPOINTI,  ხილი  და  ბოსტნეული.







8.27.4          თემა:  მოზაიკა
            აქტივობა:  ფერადი  ქაღალდებისაგან,  ნიჟარებისაგან,                                          მძივებისაგან  მოზაიკის  შექმნა.
             რესურსი: ფერადი  ქაღალდები,  ნიჟარები,  მძივები,                                              პლასტელინი,მუყაოს  ფირფიტა.







9.   4.5         თემა:  დიდი  ქართველი  მხატვრის                                    ლადო    გუდიაშვილის  შემოქმედების  გაცნობა.
             აქტივობა:ხატვა  ლ.  გუდიაშვილის  მსგავსად.
             რესურსი:  poverpointi,  ფანქრები,  აკვარელი,  გუაში.





10.  1.5            თემა:გამოფენისათვის  მზადება.















11.18.5               გ  ა  მ ო ფ  ე  ნ  ა






























                              რეფლექსია

ტყიბულის  #1  საჯარო  სკოლის  სახვითი  და  გამოყენებითი  ხელოვნების  წრის  ხელმძღვანელი  რუსუდან  ქურასბედიანი.
     სახვითი  ხელოვნების  წრემ  მუშაობა  დაიწყო  სასწავლო  წლის მე-  2  სემესტრში  23  თებერვალს.  წრეში  გაერთიანებული  იყო  12  მოსწავლე  8-9  წლის  ასაკის.
     მოსწავლეები  მუშაობდნენ  ფერწერასა  და  გრაფიკაში ;  გაეცვნენ  პორტრეტის  ხელოვნებას,  პეიზაჟს,  ნატურმორტს ,  მოზაიკას,...ასევე  ლ.გუდიაშვილის  შემოქმედებას,  ისაუბრეს  მხატვრობაზე  დასაბამიდან  დღემდე,  დედის  დღესთან  დაკავშირებით გააკეთეს  მისალოცი  ბარათები,  შექმნეს  ილუსტრაციები  ქართული  ხალხური  ზრაპრებიდან.
     მოსწავლეები  ქმნიდნენ  ნამუშევრებს  გუაშით,  აკვარელით  ,ფანქრით  ნახშირით.
     მოსწავლეები  მუშაობდნენ  წყვილებში,  ჯგუფებში,  ინდივიდუალურად.  მოიპოვეს  ინფომაცია  ლ.გუდიაშვილის  შემოქმედებაზე.
მიზნის  მისაღწევად  ვიყენებდით  შემდეგ  რესურსს:  დაფა,  ცარცი,  მოლბერტი,  პალიტრა  ალბომები „ დიდი  მხატვრები „,    „ქართველი  მხატვრები“   ......
      სახვითი  ხელოვნების  წრე  შეიქმნა  ჩემი,  როგორც  მასწავლებლის,  მოსწავლეებისა  და  მშობლების  ერთობლივი  ინციატივით.  აქტივობები  დავგეგმე  მოსწავლეების  ინტერესებისა  და  მოთხოვნების  გათვალისწინებით.  წინასწარ  გავაცანი  ის  მშობლებს  და  ბავშვებს.
      ვცდილობდი  ყოველი  მეცადინეობა  დატვირთული  ყოფილიყო  თვალსაჩინო  მასალებით.  ამისათვის  ვიყენებდი  poverpoints.
ჩავატარე  10  მეცადინეობა,  ბოლოს  გამოფენა.
დადებითი  იყო  ის,  რომ  მოსწავლეებმა  გაიღრმავეს  ცოდნა  სახვით  და  გამოყენებით  ხელოვნებაში.  იკვლევდნენ-იძიებდნენ  ინფორმაციებს,  მუშაობდნენ  შემოქმედებითად  ,ჰქონდათ  მიღწეულით  სიხარულის  განცდა,ამყარებდნენ  ერთმანეთში  კომუნიკაციას,  თანამშრომლობდნენ,  განუვითარდათ  პრეზენტაციისა  და  თვითგამოხატვის  უნარი.
უარყოფითი  ის  იყო,  რომ  ზოგჯერ  მოსწავლეები  აცდენდნენ  გარკვეული  მიზეზების  გამო  მეცადინეობებს,  რის  გამო  ვცდილობდი  გადასაცემი  ინფორმაცია  დამატებითი  მეცადინეობის  ხარჯზე  ჩამეტარებია  ,გადამეცა. 

      ამრიგად,  საწრეო  მუშაობამ  ხელი  შეუწყო  მოსწავლეთა  ესთეტიკურ  აღზრდას,  მათ  შემოქმედებით  პიროვნებად  ჩამოყალიბებას.  შეისწავლეს  ხელოვნების  ენა,  რაც  დადებითად  აისახა  ხელოვნების  საგნის  სწავლების  შედეგებზეც.  მეტად  გაიზარდა  მოსწავლეთა  მოტივაცია  და  ცოდნის  დონე. 

6 комментариев:

  1. ქალბატონო რუსუდან. გავეცანი წრის მუშაობის თემას, ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია, მოხიბლული ვარ თქვენი და პატარების ენთუზიაზმით. გისურვებთ წარმატებებს პატარებთან ერთად.

    ОтветитьУдалить
  2. Этот комментарий был удален автором.

    ОтветитьУдалить
  3. ძალიან მომეწონა თქვენი საწრეო მუშაობის მიზანი რუსუდან მასწავლებელო,ცდილობთ ბავშვებს პატარაობიდანვე შეაყვაროთ ხელოვნება,განუვითაროთ ფანტაზიის უნარები. გისურვებთ წარმატებებს თქვენს აღსაზრდელებთან ერთად.

    ОтветитьУдалить
  4. მომეწონა თქვენი მუშაობა რუსუდან მასწავლებელო. გისურვებთ წარმატებებს.

    ОтветитьУдалить
  5. სიურპრიზი იყო ჩემთვის როცა გავიგე რომ ქალაქში რომელიც მხოლოდ თავისი ტრაგედებით გვახსენებს თავს, არსებობს ასეთი მშვენიერი წრე! დღეს როცა ხელოვნებას ანაცვლებს მასობრივი კულტურა, მნიშვნელოვანია, მომავალ თაობაში ჩავნერგოთ ჭეშმარიტი ხელოვნების სიყვარული! სწორედ ამას აკეთებთ თქვენ ქალბატონო რუსუდან და მინდა გითხრათ რომ თქვენებ ადამიანების ტიტანურ შრომაზე დგას ქართული ცივილიზაცია, ტქვენ ავრცელებთ ხელოვნების ვირუს, რომელიც ოდესმე აუცილებლად გამოიღებს შედეგს, და ჩვენში ჯვალავ დაიბადება გუდიაშვილი, ახვლედიანი თუ ფიროსმანი! გისურვებთ წარმატებებს

    ОтветитьУдалить
  6. რუსუდან მასწავლებელო მომეწონა თქვენი მუშაობის მიზანი, რომ ცდილობთ ბავშვებს შეაყვაროთ ხელოვნება, თუ კიდევ გახსნით წრეს შემოგიერთდებით. გისურვებთ წარმატებებს.

    ОтветитьУдалить