22.10 გ ა მ ო ფ ე ნ ა

სახვითი და გამოყენებითი წრის მუშაობის
რეფლესია
ტყიბულის #1 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი წრის ხელმძღვანელი რუსუდან ქურასბედიანი
სახვითი ხელივნების წრეში გაერთიანებული იყო 12 მოსწავლე, 8-9 წლის ასაკის. ისინი ჩართულნი იყვნენ შემოქმედებით და საინტერპრეტაციო საქმიანობაში. მუშაობდნენ ფერწერასა და გრაფიკაში.გაეცვნენ გამოსახვის საშვალებებს ნახატში, ხელოვნების დარგებსა და ჟანრებს, კომპოზიციას კომპოზიციის აგების ხერხებს ( ფრიზული, ასიმეტრიული სიმეტრიული, გაეცვნენ ფერებს:თბილს ცივს,აქრომატულს ,ქრომატულს.ძერწავდნენ თემებზე: ცხოველები. ფრინველები, ეგვიპტური პირამიდები. ასრულებდნენ ნამუშევრებს სახვითი ხელოვნების ჟანრებში: პეიზაჟი, ნატურმორტი, ყოფითი და ისტორიული.
გაეცვნენ ცნობილი მხატვრების: ფიროსმანის, ელენე ახვლედიანის სემოქმედებას და შეასრულეს ნამუშევრები ფიროსმანისა და ე. ახვლედიანის მსგავსად ხატავდნენ თემებზე: შემოდგომა. ზამთარი. ახალი წელი, საყვარელი ზღაპრის გმირები და სხვა.
მოსწავლეები ეუფლებოდნენ გუაშით, აკვარელით, ფანქრით, ნახშირით ,პასტელით მუშაობის ტექნიკას და ფაქტურებს. ისინი მუშაობდნენ წყვილებში, ჯგუფებში, ინდივიდუალურად. აქტიურად თანამშრომლობდნენ კომუნიკაციას ამყარებდნენ ერთმანეთთან. მოსწავლეები ინტერნეტში იკვლევდნენ და იძიებდნენ ინფორმაციას მხატვართა შემოქმედებაზე. საწრეო მუშაობის დროს შექმნილი იყო კეთილგანწყობილი გარემო.
მიზნების მისაღწევად ვიყენებდი შემდეგ რესურსებს: დაფა, ცარცი, სახელმძღვანელო სულაკაურის გამომცემლობა“ მხატვრობა მოსწავლეთათვის“, ალბომები : ე. ახვლედიანის, ფიროსმანის.
აღსანოშნავია, რომ სახვითი ხელოვნების წრე შეიქმნა მოსწავლეების სურვილის გამო და ალბათ ამოტომაც მათი დაინტერესება ჩაეთულობა იყო დიდი. შინაგანი მოტივაციიდან გამომდინარე , წრის ყოველი შეხვედრა საზეიმო და სახალისო იყო. აქტივობებს ვგეგმავდი მოსწავლეების ინტერესებისა მოთხოვნების გატვალისწინებით. მოსწავლეები ენთუზიაზმით ასრულებდნენ ყველა დავალებას. მათ ჰქონდათ სიხარულისა და თვითრწმენის განცდა საკუთარი მიღწევებიდან გამომდინარე.
პირადად ჩემთვის ეს იყო დიდი სტიმულის მომცემი,რომ მეტი მონდომებით და პასუხისმგებლობით მემუშავა ჩემს მოსწავლეებთან. ვცდილობდი , ყოველ მეცადინეობაზე მიმეტანა ამომწურავი , საჭირო ინფორმაცია მოსწავლეებისათვის. ვამზადებდი poverpointi-ს საშუალებით თვალსაჩინო მასალებს.
მარტალია, იყო ხარვეზებიც; ზოგჯერ მოსწავლეებს არ ჰქონდათ საჭირო ხელსაწყოები, სახატავი ფანქრებო, საღებავები. ხელი შეგვიშალა ვირუსულმა ინფექციებმაც, რის გამო მოსწავლეები აცდენდნენ მეცადინეობებს.
დადებითი იყო ის, რომ მოსწავლეებს საშვალება მიეცა გაეღრმავებინათ ცოდნა სახვით და გამოყენებით ხელოვნებასი.მატ განუმტკიცდათ შემოქმედებითი კვლევა-ძიების, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, თვითგამოხატვის, პრეზენტაციის და სხვა უნარები.
მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ საკუთარი ნიჭის მეტად წარმოჩენის,რამაც იმოქმედა მათ თვითრწმენაზე. ამაღლდა მათი შეხედულება საკუთარ თავზე და გაუჩნდათ თავიანთი შემოქმედებითი სიამაყისა კმაყოფილების გრძნობა .
საწრეო მუშაობამ ხელი შეუწყო საგნის პოპულარიზაციას სკოლაში. მოსწავლეებს გაუღრმავდათ საბნისადმი ინტერესი და პატივისცემა.
Комментариев нет:
Отправить комментарий